„აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვეტილი არ აქვს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 90 დღით საგარეო დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა. უკრაინის ლიდერის თქმით, ამ გადაწყვეტილებას გავლენა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე არ მოუხდენია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, მოლაპარაკებების იდეალური ფორმატი კი, მისივე შეფასებით, იქნებოდა, რომ მასში მიიღონ მონაწილეობა უკრაინამ, აშშ-მა, ევროპამ და რუსეთმა. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერ შეთანხმებული გეგმა არ არსებობს.