ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინას აქვს ყველა შანსი ომის მომავალ წელს დასასრულებლად, ხოლო 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით.“- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, შეხვედრის ლეგიტიმურობაზე, თუმცა, მისივე თქმით, მოსამზადებელი შეხვედრები ინაუგურაციამდეც არის შესაძლებელი. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრამდე მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ გარემოცვას არ მიეცეთ შესაძლებლობა დააპირისპირონ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები.