რუსეთის იმიტაციურ არჩევნებს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და დიქტატორმა პუტინმა მისი ბედი ჰააგის სასამართლოში უნდა დაასრულოს, – ასე გამოეხმაურა არჩევნებს რუსეთში ვოლოდიმირ ზელენსკი. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს ქვეყანა.
„არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის ვერ განახორციელებს, რათა გაახანგრძლივოს პირადი ძალაუფლება. რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს, დანაშაულია, ხოლო ერთადერთი, რისიც პუტინს ეშინია, სამართლიანობაა, – აღნიშნა ზელენსკიმ.