უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რაც შეეხება დაჭრილებს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებს, რადგან ეს დაეხმარება რუსი სამხედროების გეგმებს. მისივე თქმით, პუტინს არ სურს ომის დასრულება. პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის სუსტი წერტილი ფულია. ზელენსკის აზრით, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა შეასუსტებს პუტინის პოზიციას რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც მას მხარს უჭერენ.