ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს, მადლობა გადაუხადა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისთვის. ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც მადლობა უთხრა, წლის ბოლომდე რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის გადაწყვეტილებისთვის. ზელენსკის თქმით, რუსეთი ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და აღარ აწარმოებს ომს, ან აღარ ექნება ფული ომების დასაწყებად.