ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„თქვენ თუ რუსეთისთვის ენერგომატარებლების საფასურის გადახდას განაგრძობთ, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, რუსული ჯარები როდის გადაკვეთენ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ნებისმიერ ნაბიჯში, მათ შორის სასანქციო პოლიტიკაში, გამჭვირვალობა და პატიოსნებაა საჭირო. ზელენსკის თქმით, რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში ერთ მილიარდ აშშ დოლარს შოულობს. ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ შემოღების შემდეგ, მათი განახლება აღარ იყოს საჭირო. თუ მიიღება გადაწყვეტილება  SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის თაობაზე, მაშინ ის რუსეთის ფედერაციის მთელ საბანკო სისტემაზე უნდა იყოს გამოყენებული. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსული ენერგომატარებლების სრულ ემბარგოზე.