ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც მათ ცუდ სიზმარშიც არ უნახავთ

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც მათ ცუდ სიზმარშიც არ უნახავთ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას ახორციელებენ ხარკოვის მახლობლად, ასევე პოზიციებს ინარჩუნებენ მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმში და დონბასში. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, ვისაც შეუძლია ქალაქების დაცვა, დარჩნენ და დაიცვან თავიანთი ტერიტორიები.