ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, ამერიკისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება. მხარეებს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელშიც სამივე მხარის მომლაპარაკებელთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბარი რთული იყო, თუმცა გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. მხარეები ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შეხვედრას და მოლაპარაკებების პროცესში ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებას გეგმავენ. ამასთან, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება. ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.