ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი დნეპრის გასწვრივ უკრაინის გაყოფას ცდილობს“. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონების, ქალაქებისა და თემების პრობლემები, მათ შორის, ხიდებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმებით გამოწვეული სირთულეები, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილეს.