ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

12:25, 24.08.2026

„ჩვენ გვინდა უსაფრთხოების რეალისტური გარანტიები, მაგრამ მათი მოცემა ჯერჯერობით არავის შეუძლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთთან შეთანხმების ფორმატის მოძებნას ცდილობენ. თუმცა, მისივე თქმით, მათ უჭირთ ისეთი სცენარის პოვნა, რომლის პირობებშიც, მოსკოვი ომის შეწყვეტას უკრაინის მიერ დონბასის დატოვების და სხვა „უღირსი გადაწყვეტილებების“ მიღების გარეშე დათანხმდებოდა. როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ მას თავად დაიკავებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ნატო-ს ალტერნატივას არ ეძებს, თუმცა სურს რეალისტური უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა უზრუნველყოფაც აშშ-ს შეუძლია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სიძლიერის მიმართ ყველა სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა ჯერჯერობით ნატო-ს არცერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა არ მომხდარა. ზელენსკის თქმით, ომის დასრულებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტიდან 2027 წლის ზაფხულის ბოლომდე გრძელდება, რადგან ამის შემდეგ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყება.

მსგავსი