ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის პირობებში შეასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გასახსნელად საჭირო მოთხოვნები, ამიტომ იმედი აქვს, რომ დაპირისპირებისა და რთული ურთიერთობების მიუხედავად, პოლონეთი და უნგრეთი უკრაინის ევროინტეგრაციას არ დაბლოკავენ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ დაარწმუნებს უკრაინა უნგრეთსა და პოლონეთს, რომ დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირონ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ აღნიშნა, უკრაინამ ყველაფერი შეასრულა, რასაც ბრიუსელი ითხოვდა და ყველა ქვეყნის ინტერესშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში.