ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს – ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კრასნოდარის მხარეში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ გემზე თავდასხმა ჩანს. ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. როგორც ირკვევა, ოპერაციას უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი ხელმძღვანელობდა.