ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების 15-წლიანი გარანტიები შესთავაზა, თუმცა კიევი უფრო ხანგრძლივ ვადას ითხოვს – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრისას შტატებთან შესაძლო შეთანხმება განიხილა. უკრაინა ამტკიცებს, რომ ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს სანდო გარანტიები, რათა რუსეთის მხრიდან ხელახალი შეჭრა შეუძლებელი გახდეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე შეხვედრა გამართა შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. მხარეებმა ომის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს. როგორც ცნობილია, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები 17 თებერვალს, ჟენევაში უნდა განახლდეს.