ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტის შენარჩუნება, ამა თუ იმ ფორმატით, ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კონკრეტულად მგრძნობიარე ტერიტორიულ საკითხებს ეხება. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებს ენდობა და დოკუმენტი მათი მხრიდან მზადაა.