ვოლოდიმირ ზელენსკის განცადება

ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებისას დღემდე ღიად რჩება. ესენია: უკრაინის ტერიტორია, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ფული. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, ასევე რჩება რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებზე და მონიტორინგის ფორმატზე. უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა სხვა დოკუმენტებზე, რომელიც უკრაინის აღდგენასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ფლორიდაში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება.