„რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი უკვე ფაქტობრივად მზადაა და ახლა დეტალების შემუშავება და ყველა პარტნიორთან შეთანხმება მიმდინარეობს.