ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი. მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც არის დრო, როდესაც მოქალაქეები მთავრობა არ არიან, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, – წერს ზელენსკი.