ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მიმართავს, ბაბი იარის დაბომბვის შემდეგ, რას მიიჩნევს შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ – წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს. განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა დილით გაკეთებულ მიმართვაში.

მისი თქმით, იბომბება ქალაქები, საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ისევ მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი. შეუძლებელია ამის ახსნა ნებისმიერი ადამიანური მიზეზით. აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.