ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს „ბირთვულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს „ბირთვულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს. საგანგებო განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ თუ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკი აფეთქდება, ეს მთელ ევროპას შეუქმნის საფრთხეს. მომხდართან დაკავშირებით, ზელენსკი უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერებს.

თეთრ სახლში რუსეთს მოუწოდეს, საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს შეწყვიტოს. მომხდართან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა დიდმა ბრიტანეთმა.