ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

„ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით“ – ამის შესახებ კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ის რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა – მათ შორის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის ლიდერებს.