ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ სანქციებს აწესებს

უკრაინის პრეზიდენტმა რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ზელენსკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკურ პირს, რომელთა უმეტესობა რუსი სპორტსმენები არიან. ასევე, მეორე განკარგულებით, შეზღუდვები უწესდება 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, რომელთა შორის არის „იანდექსი“, „რამბლერი“, ასევე რუსული IT კომპანიები და საწარმოები.