ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება

უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს. ამასთან დაკავშირებით ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ განცხადებაში აღნიშნა. მან დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ რუსული მხარის დანაკარგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაღუპულია 4500 სამხედრო. პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში 15 მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. მისივე განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს.