ვნების შვიდეულის პარასკევი

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ვნების კვირეულის პარასკევის, ყველაზე მძიმე დღის მსახურებას ატარებს და იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დღის 2 საათზე ტაძრებში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის სიმბოლური რიტუალი. ვნების კვირის პარასკევს ტაძრებში წირვა არ ტარდება. მორწმუნეები იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისთვის კვერცხს სიმბოლურად წითლად ღებავენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი