ვნების შვიდეულის პარასკევი

ვნების კვირის პარასკევი – წლის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდა. შუადღის ორ საათზე, სწორედ იმ დროს, როცა გადმოცემით ჯვარზე იესო ქრისტე მიიცვალა, ტაძრების საკურთხევლიდან საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი გამოასვენეს, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული და ტაძრის შუაგულში დააბრძანეს. მორწმუნეები დღეს ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ.

დატოვე კომენტარი