ვნების კვირის პარასკევის მსახურება
ვნების კვირის და წლის ყველაზე მძიმე დღე – ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა.
ტრადიციული მსახურებით და საგალობლებით მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. ტაძრების შუაგულში დაბრძანებული და ყვავილებით მორთული სადგამი, საგანგებოდ მოხატული ქსოვილი საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებით, მეტანია მის წინაშე და სამეუფეო ჟამნი – რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. შესრულდა კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით შექმნილი დატირების გალობა ტრადიციულად მგალობელ ნაირა ნაჩხატაშვილის მიერ. საღამოს კი ტაძრებში 12 ვნების სახარება იკითხება – ადგილები სახარებიდან, სადაც უფლის ჯვარცმაა აღწერილი. ვნების კვირის პარასკევს სიმბოლურად წითლად იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. ორივე წესს რელიგიური დატვირთვა აქვს.