ვლაქერნობა ზუგდიდში
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ – დილიდან ადგილზე ხალხმრავლობაა. სადღესასწაულო მსახურება პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და შეკრებილებს ქადაგებითაც მიმართა. მანამდე კი დადიანების მუზეუმიდან საზეიმოდ გამოაბრძანეს ღვთისმშობლის სამოსელი. მოეწყო მსვლელობაც. ღვთისმშობლის კვართი ლიტურგიითა და გალობით ივერიის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. მისი მოლოცვა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია.