ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში მისცეს ხმა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში გახსნილ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს – ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეოთხე წლისთავზეა დაგეგმილი. ვლადიმერ პუტინი არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.