ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დონბასში კონფლიქტის დასარეგულირებლად რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა
- როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ უცხოეთში რუსეთის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა ისაუბრა. სააგენტო შეხვედრაზე მყოფ ორ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზება გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით რეფერენდუმის გამართვას, რომელზეც უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიის მოსახლეობა აღნიშნული რეგიონების სტატუსს გადაწყვეტს.
- დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.