ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის კიდევ ერთი ექვსწლიანი ვადა ოფიციალურად დაიწყო
  • კრემლის დიდ სასახლეში ქვეყნის პირველმა პირმა რუსეთის პრეზიდენტის ფიცი უკვე მეოთხედ დადო. წინა წლებთან შედარებით, ცერემონია შედარებით მოკრძალებული იყო. საზეიმო განწყობა იმ მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა დაარღვია, რომლებმაც, 2012 წლის მსგავსად, რუსეთის სხვადასხვა ქალაქი მოიცვა.
  • სანქტ-პეტერბურგში სასამართლომ 5 მაისის აქციის მონაწილე დააკავა, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.
  • ერევანში ცნობილი ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ყოფილი სოლისტი სერჟ ტანკიანი ჩავიდა, რათა მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს.