ვლადიმერ პუტინის განცხადება

პუტინმა რუსეთის „ბირთვული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმში გადაყვანის“ ბრძანება გასცა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები არალეგიტიმურ სანქციებს ახორციელებენ.