ვლადიმერ პუტინის განცხადება

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინმაც. „რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა“, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ატომური დარგის მუშაკებთან შეხვედრაზე გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა ასევე დადებითად შეაფასა 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პირველი ნაბიჯები ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის დასაწყისი იქნება. მისივე თქმით, აშშ-თან ურთიერთობების აღდგენა არ არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, ეს უმთავრესად დასავლეთზეა დამოკიდებული, რადგანაც შეერთებული შტატებიც დაკავშირებულია გარკვეული ვალდებულებებით სხვადასხვა გაერთიანებასთან, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში.