ვლადიმერ პუტინის განცხადება

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ იქნება. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს ახლა აქვს საკმარისი ძალა და რესურსები უკრაინაში ომის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და საშუალებები, რომ 2022 წელს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, – ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას – არსებობს თუ არა უკრაინაში ბირთვული ესკალაციის საფრთხე.