ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიას დაესწრო
- რუსეთის პრეზიდენტი დღეს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ცნობით, 19 კმ-იანი სიგრძის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორივე ნაპირიდან ერთდროულად დაიწყება.
- მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 5 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. თავად ნავალნი მის წინააღმდეგ ბრალდებას არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების შესახებ სასაცილოს უწოდებს.