ვლადიმერ პუტინი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ პასუხს მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტებს შეისწავლის და სტრატეგიულ პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს. პარალელურად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა.