ვიზიტორთა რაოდენობა

საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 424 514 შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 65 ათასით მეტია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მაისში საქართველოში სულ 723 160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.2%-ია. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, პოლონეთი, გერმანია , საფრანგეთი და ნიდერლანდები.  ტურისტების რაოდენობით კი, უკვე მეორე თვეა, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.

რაც შეეხება საერთო მონაცემს, 2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, საქართველოში თითქმის სამი მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 5.4%-ია.