ვიზიტი ვაშინგტონში

„ლელოს“ დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და სალომე სამადაშვილი ვაშინგტონში ამჯერად კონგრესმენებს, დევიდ ფრაისსა და ენდრიუ სმიტს შეხვდნენ. საუბარი რამდენიმე მთავარ თემას შეეხო, მათ შორის დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებს, დეოკუპაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში აშშ-ის ჩართულობას.

ყურადღება გამახვილებულა ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის საკითხზე. ასევე, „ლელოს“ ძალისხმევაზე და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც პარტიამ პარლამენტში ანტიკორუფციული მიმართულებით დააინიცირა. ფრაქციის წევრების თქმით, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა აშკარად იგრძნობა.

დატოვე კომენტარი