ვიზიტი სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, ასევე წვირმისა და იფარის ტაძრებში იმყოფებოდა, სადაც შუა საუკუნეების მდიდარი ქრისტიანული საგანძურია დაცული.