ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთში შსს სამუშაო ვიზიტი გრძელდება. მინისტრის მოადგილემ გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გაგა კირკიტაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ყირგიზეთის წარმომადგენლებთან. დეტალურად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები. შეხვედრა შედგა ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთანაც. იმსჯელეს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე.