ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ამჯერად დელეგაციის წევრები ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ჰანგჯოუში იმყოფებიან, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ. შეხვედრა შედგა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე ისაუბრეს.
შედგა შეთანხმება ქალაქ ჰანგჯოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე რეგიონთან, რაც გააღრმავებს ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე.
მარიამ ბერძენიშვილის ჩართვა ჩინეთიდან #მოამბე