კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტს მართავს. კოალიციის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მათი დახმარებით აუცილებლად იქნება მიღწეული ახალი არჩევნები საქართველოში.