ვიზიტი აშშ-ში და გზავნილები ვაშინგტონიდან

კომპრომისის მიღწევა, – შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ეს არის მთავარი გზავნილი ამერიკელი კონგრესმენისგან, რომელიც ბოლო ორ თვეში საქართველოს პრემიერისთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ერთ-ერთი ავტორია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შეაჯამა. თუ წინა წერილებში კანონმდებელი პროპორციურ საარჩევნო სისტემაზე უარის, ანაკლიის პორტის პროექტის და ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდებოდა, ამჯერად ტონი შერბილებულია. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის გზავნილების ადრესატი ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაცაა.

კინზინგერის მოწოდებები თბილისში სხვადასხვანაირად აღიქვეს.

დატოვე კომენტარი