ვიზიტები აშშ-ში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვაშინგტონში იმყოფება.

ლევან ხაბეიშვილი ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და სენატორ კევინ კრამერს შეხვდა. პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მასალას „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახური ავრცელებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აშშ-ში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვაშაძის თქმით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, კონტაქტების დამყარება და კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოცდილების მიღებაა.