„ვიზიარი“ საქართველოს ბაზარზე ავიარეისების დამატებას გეგმავს

ავიაკომპანია „ვიზიარი“ საქართველოს ბაზარზე ავიარეისების დამატებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, „ვიზიარის“ წარმომადგენელმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის აღინიშნა ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ლიონთან, ასევე ფრენები მადრიდთან, ჰამბურგთან და პოლონეთთან, რაც დიდ სტიმულს აძლევს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ავიაკომპანია „ვიზიარს“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ოთხი ბაზირებული ხომალდი ჰყავს და ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.