ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი – ბრიუსელის პოლიტიკა

15:14, 13.08.2025
ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უბრალო უმრავლესობას, წევრ სახელმწიფოთა შორის, როგორც ჩანს, უკვე მიაღწიეს.
ჟურნალისტი დასძენს, რომ ევროკომისია საქართველოსგან სადავო კანონების, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებას ელის.

მსგავსი