ვიზალიბერალიზაციის საკითხი – პოლიტიკური შეფასებები
ვიზალიბერალიზაციის საქართველოსთვის შეჩერების საკითხი ისევ მწვავე განხილვის თემაა ქვეყანაში. ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გუშინ გაავრცელა.
რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ხმათა უბრალო უმრავლესობას, წევრ სახელმწიფოთა შორის, როგორც ჩანს, უკვე მიაღწიეს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსგან სადავო კანონების, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების“ გაუქმებას ელის.