შეუჩერებენ თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლას. ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება – სწორედ ამ თარიღის შემდეგ გაირკვევა, როგორ შეაფასებენ ევროკავშირში საქართველოს მიერ შესრულებულ დავალებას და დაიწყებენ თუ არა მსჯელობას პროცედურის დასაწყებად. საკითხი მწვავე პოლიტიკური განცხადებების თემაა ოპოზიციაში. მათი შეფასებით, ხელისუფლების კურსი ანტიდასავლურია, რის გამოც, ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება, ისინი სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს აკისრებენ.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ასეთ ნაბიჯი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგაა მიმართული და შანტაჟს ემსახურება.