ვიზალიბერალიზაციის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

რამდენიმე კვირაში ბრიუსელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას დაუბრუნდება, მანამდე კი ხელისუფლებას დათქმულ ვადამდე სულ ცოტა დრო რჩება. მმართველი გუნდისთვის გამოგზავნილ წერილში ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 31 აგვისტომდე აძლევს. მოთხოვნებს შორის არის „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გადახედვაც. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საპირწონე რეკომენდაციებს ულტიმატუმად აფასებენ ხელისუფლებაში, სადაც აღნიშნული კანონების გადახედვას არ აპირებენ.

ოპოზიცია, კი კვლავ „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე საუბრობს. რას უნდა ელოდოს საქართველო შემოდგომაზე და როგორია პოლიტიკური პოზიციები ვიზალიბერალიზაციის საკითხის გარშემო? – თამარ წიკლაური დეტალებით.