ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები

ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ოფიციალური თბილისი პრევენციული ზომების გატარებას იწყებს.

ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის გაფრთხილების შემდეგ საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

ვიზალიბერალიზაციის და პრევენციული ღონისძიებების განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვალ გერმანიაში მიემგზავრება.

ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინალთან ერთად ჩვენი ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვიც იზრდება. სწორედ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები და გამაფრთხილებელი გზავნილები იყო მთავარი განსახილველი საკითხი პარლამენტში, სადაც შესაძლო საფრთხეებზე დეპუტატების კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.

არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირთან 28 მარტიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის დამრღვევების მიმართ კანონმდებლობაც გამკაცრდეს.