ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები – საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკს და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება

15:03, 08.03.2018

ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე იმსჯელებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, აუდიენცია უკვე შედგა, ევროკომისრებთან კვლევების, ინოვაციებისა და მეცნიერების საკითხებში  და განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საკითხებში.

თამუნა წიკლაური ბრიუსელიდან.

მსგავსი