ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები

28 მარტს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წელი სრულდება, თუმცა, ისტორიული თარიღის  წლისთავს ქვეყანა ახალი გამოწვევით ხვდება.

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის ზრდის და გამაფრთხილებელი გზავნილების გამო, ოფიციალური თბილისი ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად პრევენციული ზომების გატარებას იწყებს. ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება, თუმცა საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

მოქალაქეების გაფრთხილების პარალელურად, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან გაგზავნილი პოლიციის ატაშეების რაოდენობა იზრდება. დაგეგმილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაც.